Skip to content Skip to navigation
7.8.2023

ახალი Fiat Topolino: ელექტრიფიცირებული ურბანული მობილურობა Dolce Vita-ს უნიკალური სტილით

  • ახალი Fiat Topolino: უმარტივესი გზა ურბანული მობილურობის გასაუმჯობესებლად Dolce Vita-ს, ხალისით და ფერებით.
  • ახალ Topolino-ს აქვს ყველა საშუალება ქალაქში სრული თავისუფლებისთვის: ნაკლები გამონაბოლქვი, ნაკლები დაკავებული ადგილი, ნაკლები ხმაური.
  • ახალი ელექტრომობილი ყველასთვის, ოჯახისთვის და ყველაზე ახალგაზრდისთვისაც: ამ ავტომობილის მართვა შესაძლებელია 14 წლიდან - დამოკიდებულია ბაზარზე.
  • სამოდელო რიგი მოიცავს ორი ტიპის ძარას: “დახურული” Topolino და “ღია” Topolino Dolce Vita, ერთი ფერის, დისკების საერთო დიზაინით, საერთო ინტერიერით და ასევე სხვადასხვა პერსოლანიზაციის ვარიანტებით.
  • სილამაზე ხდება მარტივი და ხელმისაწვდომი: შეძენა შესაძლებელია ყოველთვიური ტარიფით, მხოლოდ 3 კლიკით. ეს არის უმარტივესი ციფრული გამოცდილება მომხმარებლისთვის.

 

FIAT აგრძელებს მისიას განავითაროს და შეინარჩუნოს მობილურობა ქალაქში და აქციოს ის დიდ გასართობ მოედნად, სადაც შესაძლებელია დასვენება და ავტომობილის მართვა ხდება მარტივი და ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს მიზანი ხდება რეალობა ახალი FIAT Topolino-ს დამსახურებით. მხიარული ახალი ელექტრომობილი ყველასთვის, ოჯახისთვის და ყველაზე ახალგაზრდისთვისაც, რადგან კონკრეტული ბაზრის მიხედვით, ამ ავტომობილის მართვა შესაძლებელია 14 წლიდან.

Topolino არის იდეალური გადაწყვეტა ურბანული და მოკლე დისტანციაზე გადაადგილებისთვის, ნებისმიერ ადგილას მისვლის შესაძლებლობით, მისი ელექტრო ბუნების დამსახურებით. ბრენდის ისტორიის მიმართ პატივისცემის ნიშნად და მისი ინოვაციური შესაძლებლობებით, ის იდეალურად ანსახიერებს ახალი Dolce Vita-ს სტილს და იტალიურ სილამაზეს.

მართლაც უნიკალური აქსესუარების დამსახურებით, როგორიც არის კომპაქტური დუში, რომელიც პლაჟზე შეუცვლელია, ახალი დიზაინი და შესაძლებლობა 14 წლიდან მართვის, FIAT Topolino იზიდავს ახალ სამიზნე აუდიტორიას.

გარდა ამისა, იგი სრულყოფილად განასახიერებს FIAT-ის მდგრადი განვითარებისადმი ერთგულებას. მისი ელექტრო ბუნებიდან გამომდინარე, არც გამონაბოლქვი არ აქვს და არც ძრავის ხმა, რაც ითვალისწინებს ურბანული მდგრადი განვითარების პრინციპეპს. მისი მცირე ზომა არ ზემოქმედებს საცობებზე და პირიქით Topolino არის იდეალური მოწყობილობა ქალაქში მობილურად გადასაადგილებლად.

 

Topolino, FIAT-ის სტილში

FIAT-ის მისია მდგომარეობს იმაში რომ ბაზარს შესთავაზოს ურბანული მობილურობის რევოლუციური ობიექტები, მაგრამ თანამედროვე სცენარს ბევრად უფრო მორგებული, უფრო ახალი ისტორიით. Topolino-თი, ბრენდს შეაქვს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ურბანული მობილობის მდგრადობაში, რითიც დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს სრული ელექტრიფიკაციისკენ.

FIAT Topolino კვლავ შეაყვარებს ავტომობილს ახალგაზრდებს. ის მოხიბლავს Gen Z-ს, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს მდგრადი განვითარების საკითხებს და სენსიტიურია თემებთან როგორიც არის ეკო მეგობრული ტრანსპორტი. Topolino ასევე წარმოადგენს რივიერას ენთუზიასტების ოთხბორბლიან ოცნებას, რომელიც არის იდეალური ტრანსპორტი იმისთვის რომ სრულყოფილად შეიგრძნოთ იტალიური ზაფხული სანაპიროს ვიწრო ქუჩებში. ორმაგი უპირატესობა: იდეალურია როგორც პატარა ზღვისპირა სოფლებისთვის, ასევე ქაოტური ქალაქის ცენტრისთვის.

 

იტალიური სილამაზე და თავისუფლება სიმარტივით წარმოდგენილი

FIAT Topolino არის 500-ის პატარა და. სახელიც და დიზაინიც ორიგინალი 500-ისგან მიიღო და მისი მცირე ზომიდან გამომდინარე სიყვარულით მიმართავენ Topolino-ს (პატარა თაგვი).

თავისუფლება მისთვის არის საკვანძო სიტყვა: გაუზიარე ის შენს საყვარელ ადამიანებს, მართე ყველგან და ნებისმიერ ამინდში და შემდეგ დააპარკინგე სადაც გინდა. სკუტერთან შედარებით, ის წარმოადგენს უსასრულო შესაძლებლობებს. მისი მართვა შესაძლებელია, მიუხედავად არახელსაყრელი ამინდის პირობებისა, ის უფრო უსაფრთხოა მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე და საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად.

სამოდელო ხაზი შედგება ორი განსხვავებული ძარისგან, ერთი დახურული და ერთი ღია. ორივე მათგანი ერთნაირია სტრუქტურული მახასიათებლებით. ერთი ფერი, ერთი ფერი, Verde Vita, დისკების საერთო დიზაინი და ინტერიერისადმი საერთო ესთეტიკური მიდგომა. სტანდარტულ ავტომობილთან შედარებით, უკიდურესად მცირე ზომის (2,53 მეტრი სიგრძე), მართვის სიმარტივის და 45 კმ/სთ უსაფრთხო მაქსიმალური სიჩქარის წყალობით, Topolino აღვიძებს გზებზე სტრესის გარეშე მოგზაურობის სურვილს. უნივერსალური ორივე მოდელი აღჭურვილია დიდი ელექტრო შესაძლებლობებით 5,4 კვტ/სთ აკუმულატორის გამო, რომელიც უზრუნველყოფს 75 კმ-მდე მანძილს და სჭირდება ოთხ საათზე ნაკლები დრო სრული დატენვისთვის. ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდებათ თქვენი ზღვისპირა დღეებისთვის ან ქალაქის ცენტრის ყოველდღიურობისთვის.

მცირე გაბარიტები, შთამბეჭდავი სივრცე, ორი არათანაბრად განლაგებული სავარძლის წყალობით, ვრცელი მინის ზედაპირი, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებს სივრცის აღქმას. სტრატეგიულად შერჩეული ბარგის ადგილების წყალობით, როგორიცაა მძღოლსა და მგზავრს შორის, შეიძლება ჩემოდანიც კი განთავსდეს, ჯამში 63 ლიტრის ტევადობით.  

 

Dolce Vita-ს პერსონალიზაცია

Fiat Topolino-სთვის შესაძლებელია გაკეთდეს დელიკატური პერსონალიზაცია, რათა კიდევ უფრო ხაზი გაესვას მის ზაფხულის რივიერულ ხასიათს: აღსანიშნავია რომ შესაძლებელია დამატებითი ოფციის სახით ავტომობილს დაემატოს შხაპი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სანაპირო გატარებული დღეების დროს.

დახურული ვერსიის პერსონალიზაცია შესაძლებელია კარებზე ხის ეფექტის სტიკერებით, ხოლო ღია ვერსიაში სტიკერები - ზოლებით, როგორც საზაფხულო კარავი - შეიძლება დაემატოს სახურავს, რაც Dolce Vita-ს დამატებით ელფერს აძლევს. ორივე ვერსია აღჭურვილია უკანა საბარგულით, Dolcevita Box-ით, რომელიც წარმოადგენს ქსოვილის ელეგანტურ და ფუნქციონალურ სათავსოს, რომლის შიგნითაც შესაძლებელია პირადი ნივთების შენახვა და ვინტაჟური ქრომის ეფექტის სარკეები. რაც მათ განასხვავებს არის როგორც Dolcevita-ს საფეხური და კარის თოკის დამატება ღია ვერსიაში, ასევე სახურავის მზის დამცავი დახურულში.

გარდა ამისა, სურვილისამებრ შეგიძლიათ იხილოთ აქსესუარები Fiat Accessories-ის ვებ-გვერდზე ან FIAT-ის დილერებთან, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა მომხმარებლის მოთხოვნის. აქ ხელმისაწვდომი იქნება ხუთი განსხვავებული ელემენტი, რომლებიც სრულყოფილად შეესაბამება Topolino-ს სტილს: ტევადი ჩანთა საბარგულისთვის, USB ვენტილატორი, Bluetooth დინამიკი, თერმული წყლის ბოთლი ცხელი და ცივი სასმელებისთვის და ორი სავარძლის გადასაფარებელი, რომელიც გარდაიქმნება კომფორტულ და რბილ პლაჟის პირსახოცებად საჭიროების შემთხვევაში. ყველა მათგანი, ცხადია, Verde Vita სტილშია წარმოდგენილი.

 

მარტივი და მხიარული ციფრული მოგზაურობა მომხმარებლისთვის მხოლოდ 3 კლიკით

იმისათვის, რომ შევთავაზოთ კიდევ უფრო მარტივი და ინტუიტიური მომხმარებლის გამოცდილება, ახალი Fiat Topolino-ს შეძენის პროცესი წარმოუდგენლად მარტივია: მხოლოდ 1 მოდელი და 3 კლიკი, ავტომობილის კონფიგურაციისა და შესაძენად; უმარტივესი ყიდვის გამოცდილება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ შეკვეთას.

4 ივლისს Topolino-ს წარდგენისას, ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური ინიციატივა "იყავი პირველი", რომელიც ხელმისაწვდომი იქნება იტალიასა და საფრანგეთში FIAT-ის ვებსაიტზე, მათთვის, ვისაც სურს პირველმა მართოს თავისი ახალი ელექტრო კვადრიციკლი. Topolino ხელმისაწვდომი იქნება პირველად იტალიაში, წლის ბოლომდე.

ახალი Topolino სრულყოფილად შეესაბამება FIAT-ის მისიას, იყოს ლიდერი ურბანულ მდგრად მობილურობაში და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ფაქტობრივად, მისი შეძენა შესაძლებელია ყოველთვიური გადახდით მისი მიზნობრივი აუდიტორიის საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. ეს ყოველთვიური თანხა, რომელიც შექმნილია ელექტრო ქალაქის ცხოვრების სტილის პოპულარიზაციისთვის, ჩვეულებრივ უტოლდება სატელევიზიო გამოწერების სააბონენტო გადასახადს, ან რასაც ყოველთვიურად იხდით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

 

ტურინი, 4 ივლისი, 2023 წელი